“ვაი ჩვენი მიწითა სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ოკუპანტი რუსეთის  მიერ ქარელის რაიონში მავთულხლართების მონტაჟს  ეხმაურება:

“ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს,მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით”- აცხადებს მეუფე გიორგი  სოციალურ ქსელში.