უსაფრთხოების ბალიში – 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდა

“როიტერსი” წერს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. სააგენტოს ინფორმაციით, ცნობები საქართველოში ფონდის წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება.

სელიმ ჩაკირის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მილიარდნახევარზე მეტი დოლარის მოძიებაში დაეხმაროს.

“მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა დაეფარა ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროების ხარჯები და შეექმნა ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.