მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა – გადაწყვეტილება 21 აპრილს

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით, ანუ ოთხშაბათამდე მოქმედებს. შესაბამისად, გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.