“ამდენი პაციენტი ერთად კლინიკიდან ჯერ არ გაწერილა”

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითია და დღეს   რვა გამოჯანმრთელებული ეწერება, 17-მა კი შესაძლოა,  ხვალ დატოვოს საავადმყოფო. აღნიშნული განცხადება  ლევან რატიანმა გააკეთა.  მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში “კოვიდ 19” -ზე  90 პირი მკურნალობს.

“ყველაზე მეტად გვახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17-ზე, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ, განმეორებითი ტესტების შემთხვევაშიც  17-ივე პაციენტზე  უარყოფითი პასუხი მოვიდა კლინიკას ყველა მათგანი დატოვებს.” – განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე  ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორული კვლევებით, არც ერთ ამ პაციენტთან კლინიკური გამოვლინებები და პათოლოგია არ ვლინდება.