რუსეთში ბოლო 24 საათში 4774 დაინფიცირებული გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 62 773-ია.   ბოლო დღე-ღამეში კი 42 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2924 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ 4891 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.