შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტს ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ,,ივანიშვილს ნებისმიერ დროს, შეუძლია გამოგვიცხადოს საგანგებო მდგომარეობა და მისი ვითომდა დარღვევისთვის ნებისმიერი ჩვენგანი დააჯარიმოს 3 ათასიდან 15 ათასამდე და მეორე შემთხვევისას, 6 წლით გაუშვას ციხეში”

– მიზანი ერთადერთია: გამოიყენოს ეს კანონი პოლიტიკური მიზნებისთვის, ხალხის შესაშინებლად, საპროტესტო მუხტის ჩასაცხრობად, იმისთვის, რომ ადამიანები შეიკეტნონ სახლებში და ხმა არ ამოიღონ იმ უმსგავსობაზე, რაც გარშემო, ყოველ წუთს ხდება. და თუ არჩევნებს გააყალბებს, რისთვისაც ემზადება და კვლავაც შეეცდება ძალაუფლების უზურპაციას, რის გამოც ხალხი გარეთ გამოვა, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს დაჭერები იმ მოტივით, რომ ვიღაც მასობრივ არეულობას აწყობდა, როგორც 20 ივნისს დაგვაბრაალეს.
– პოლიტიკურმა ვირუსებმა მთლიანად გამოიყენეს ბიოლოგიური ვირუსი დიქტატურის დასამყარებლად”