ეკოლიდერთა სკოლის მონაწილეები დისტანციურად შეირჩა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლისათვის მონაწილეთა შერჩევა დაასრულა.ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი დისტანციურად შედგა.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამაა, რომლის მონაწილეებიც კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს. ერთკვირიანი ინტენსიური  სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა:გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება,ნარჩენების მართვა,ბიომრავალფეროვნება,დაცული ტერიტორიები, ეკოსისტემური სერვისები,კლიმატის ცვლილება,ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა ონლაინ მუშაობაზე და აგრძელებს დისტანციური სწავლების რეჟიმს.