რუსეთის პატრიარქი სასულიერო პირებს საეკლესიო სასამართლოთი ემუქრება

ის სასულიერო პირები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარსგებიან. აღნიშნული განცხადება რუსეთის პატრიარქს ეკუთვნის და ის ამავე ქვეყნის საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც პატრიარქი კირილე ამბობს, მოსკოვის ეპარქიაში არსებული ეკლესიებისა და მონასტრების ყველამღვდელმთავარს და წინამძღოლს პასუხისმგებლობა ეკისრებათ კოროვირუსული პანდემიის დროს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.

რუსეთში უკვე ათეულ სასულიერო პირს დაუმტკიცდა კორონავირუსი, რის გამოც საპატრიარქოს მეთაურმა მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლა აუკრძალა და მოუწოდა სახლში ელოცათ.