ხელისუფლების მორიგი მავნებლობა!..

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

-ხელისუფლების მორიგი მავნებლობა!
2020 წლის 8 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება №225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა! ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყალის შეყვანის მეთოდს არ იყენებენ, შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანები იმპორტულ პროდუქციასთან და ამან შესაძლოა ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს! არსებულ ვითარებაში აღნიშნული ცვლილება არის ბოროტმოქმედება! გარდა ამისა, საქართველოს მომხმარებელი რჩება მოტყუებული! ხელისუფლება სიტყვით მხარს უჭერს ქართული წარმოების განვითარებას, საქმით კი ადგილობრივ წარმოებას კლავენ! შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%–ით.

ნათელია, რომ გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი ხელისუფლების ჩინოვნიკების ხელშია!