პრემიერი – პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ…

გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება უკრაინიდან ელჩს იწვევს მხოლოდ კონსულტაციებისთვის და სამოქმედო გეგმის დასახვისთვის.

„ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკვშირებს დიდხნიანი თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორობას და ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ კონსულტაციებისთვის, რათა შევთანხმდეთ, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან.

ჩვენ და მათ შორის მეც ეს განწყობა არ დაგვიმალავს. რა თქმა უნდა, გაუგებარია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორის სასამართლო სისტემის მიერ მძიმე დანაშაულებზე გასამართლებული ადამიანი ინიშნება რაღაც თანამდებობაზე, თუნდაც ეს არ იყოს მაღალი თანამდბეობა. თქვენ იცით, ოდესის შემდეგ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები დაგვებრუნებინა სტრატეგიული მოკავშირეობის ჩარჩოში. პირადად ვიყავი ჩასული კიევში. ახლა ელჩს თბილისში ვიწვევთ სწორედ იმიტომ, რომ ამ ავანტიურისტებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები რისკის ქვეშ არ დააყენონ “, – განაცხადა გიორგი გახარიამ