დღევანდელი რეგულაციებით ვერ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა

14 მაისს საქართველოში 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ძალაში დარჩა აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. რეგულაციის შემსუბუქების შემდეგ მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა კითხვა, ამ რიცხვის გაზრდის შემდეგ რატომ არ აღდგა საზოგადობრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დილის შოუში“ ისაუბრა.

„ველით მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება, მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ აღვადგინოთ. დღევანდელი რეგულაცა ასეთია: ჯვარედინი პრინციპის შესაბამისად უნდა გადაიყვანო მგზავრი. 12 მეტრიან ავტობუსს 24 სკამი აქვს, შესაბამისად, გამოდის, რომ შეგვიძლია დაახლოებით 10 კაცის გადაყვანა. 10 მგზავრისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ნიშნავს, რომ ტრანსპორტი იმოძრავებს, მაგრამ მგზავრებისთვის არ იქნება. 10 მგზავრის გადაყვანა, მგონია, რომ არ იქნება ადეკვატური. გამოდის, რომ ადამიანები ვერ ისარგებლებენ ამ სერვისით“ – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

წყარო

imedinews.ge