მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეალურად განვითარდა პოლიტიკური სისტემა, პარტიები თავისუფლად საქმიანობენ და უფრო ძლიერია საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალია მედია და ამ პირობებში ნებისმიერი პარტიისთვის უფრო რთულია მიიღოს მაღალი მხარდაჭერა – ამის გათვალისწინებით ჩვენი მოქალაქეების მაღალი ნდობა ორმაგად დასაფასებელია. საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული ყველაფერი – ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​