თითეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული…

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მნიშველოვანია, ქვეყანაში გაგრძელდეს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენა, პაციენტების სწრაფი მკურნალობა და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში ცხოვრებაში დაბრუნება.

“ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ  როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს შესაძლებობას ვირუსის ეფექტურად კონტროლის, მაგრამ თითეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შევძლებთ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს.

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლდათ და არის, ინფიცირების შესაძლო სწრაფი გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური მკურნალობა და შემდგომ მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის ვირუსთან ერთად ცხოვრების. ეს არის ერთადერთი შესაძლებობა, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის. ამიტომ, ჩვენ ყველას უნდა გვახოსვდეს, რომ ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი თითეული ჩვენგანის. სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალური ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.