იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა,

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი კვლად დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევა ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება.

ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის კი მგზავრები და მძღოლი დაჯარიმდებიან 50-50 ლარით.