13 ამერიკელი კონგრესმენი – “ქართულ ოცნებას” წამზომი ჩაურთეს…

ოთარ ფანცულაია

13 ამერიკელი კონგრესმენის 180 გვერდიანი ანგარიში შემთხვევით არ შექმნილა. ქოცური საინფორმაციო ნარატივი “სამ ტაკოი” ან “მიშას ლობისტები” საღი აზრისგან შორსაა.

🔘იმით დავიწყოთ, რომ პირადად მიშას დასაყრდენი აშშ-ს მემარცხენე დემოკრატიული (ლიბერალური) პარტიაა. საპრეზიდენტო არჩევნებისას მან ტრამპის მეტოქეს ღიად დაუჭირა მხარი და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავად ტრამპი.
🔘აშშ-ში ულტრამემარცხენეთა მასობრივმა ვანდალიზმმა (ბევრი ვარაუდობს რომ პროცესი მართულია) ხელისუფლება აიძულა ეფიქრა მკაცრ პრევენციულ ზომებზე. ალბათ იცით, რომ რესპუბლიკური პარტია კონსერვატიულია, ის უკომპრომისოა, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.
🔘ვრცელ ანგარიშში გაკრიტიკებულია ბ.ობამას “გადატვირთვის” და დათმობის პოლიტიკა, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკუპაციისკენ, შემდეგ კი უკრაინული ტერიტორიების ანექსიისკენ.
🔘ანგარიში პასუხს სცემს ამერიკელ ლიბერალთა ფეიკ-პროპაგანდას, თითქოს რესპუბლიკელები პუტინთან შეთანხმებულად მოქმედებენ.
🔘13-მა კონსერვატორმა კონგრესმენმა ღიად დაასახელა პუტინის პოლიტიკის გამტარებელი მარიონეტი ოლიგარქები უკრაინასა და საქართველოში: ვლადიმერ ევტუშენკოვი, ვიქტორ მედვედჩუკი და ბიძინა ივანიშვილი. მათ ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
🔘უკრაინამ თავისი იდარდოს, ჩვენი სადარდებელი არის ის, რომ ქართული ოცნება მართლაც ლოიალურია რუსული პოლიტიკის მიმართ, ხოლო თანამდებობებზე ინიშნებიან მხოლოდ და მხოლოდ ღიად პრორუსული განწყობის ადამიანები.
🔘აშშ ახორციელებს უზარმაზარ ფინანსურ და ინტელექტუალურ ინვესტიციებს საქართელოში, თუმცა მათი გადმოსახედიდან შედეგი უტოლდება ნულს, რაც აზიანებს რეგიონში ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
🔘ზემოთაც აღვნიშნე, რომ კონსერვატორები შეუვალნი არიან როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” წამმზომი ჩაურთეს.