რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ ტატო ზარქუა გაუჩინარდა, ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.