ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის

ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ჰუმანიტარული კორიდორით” დანარჩენ საქართველოში მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში ჩასვლას 13-დან 17 ივლისის ჩათვლით შეძლებენ.