“ქართული ფესვები” – პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია გამოჩნდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთი ახალი პარტია მიირებს მონაწილეობას.

პარტია “ქართული ფესვები” დაარსდა აპრილში შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების თაოსნობით და ფილადელფიაში მცხოვრები თენგიზ ოქროპილაშვილის ხელმძღვანელობით.

„ქართული ფესვების“ გუნდის წარდგენისას, 20 ივლისს, მასპინძლები იქნებიან ანსამბლ „ივერიის“ მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და სხვანი, რომლებიც ამ გუნდის გარშემო გაერთიანდნენ და წარმოგიდგენენ პარტიის მიზნებს, იდეოლოგიას და სტრატეგიას.

მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა #14, პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ფესვების“ ცენტრალური შტაბი, 5-99-57-66-22