მინდა საკმაოდ მკაფიო გზავნილი გავუგზავნო ივანიშვილს…

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო განხილვები, 22 ივლისიდან განახლდება.  დგება საკითხი – გამოიყენა თუ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად ირაკლი ოქრუაშვილმა, თუმცა თავად ოქრუაშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ საკმაოდ ცუდი შედეგები იქნება ეს ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

“ჩემს წინააღმდეგ მე ამ საქმეს არ ვუყურებ როგორც პრობლემას, ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს და თან მინდა საკმაოდ მკაფიო გზავნილი გავუგზავნო ივანიშვილს, ეს საქმე არის ერთგვარი შანტაჟის მეშვეობით გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ, არანაირ შანტაჟსა და დაშინებას არ ვექვემდებარები, ვისთანაც გასდის, მასთან იმოქმედოს ასე. ის, რომ ჩვენი სასამართლო თავისუფალი არაა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჩვენს სასამართლოში არსებობს და ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ეს ძალიან ბევრჯერ დადასტურდა. სამწუხაროა ის, რომ ივანიშვილიც თავისთავად, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა, ქვეყანა იხდის ძალან ძვირ ფასს ამისთვის. არჩევნების წინ საკმაოდ ცუდი შედეგები იქნება ეს ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.