თორნიკე შარაშენიძე: გთხოვთ ყურადღებას, მეგობრებო!

თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი

-,,გთხოვთ ყურადღებას მეგობრებო,

მიხაროდა რომ წყნარად მიდიოდა არჩევნები, მაგრამ გაირკვა რომ არცთუ ისე წყნარად.

პარლამენტში ვერ გავიდა ბევრი კარგი პოლიტიკოსი. ალბათ თავიანთ თავებს უნდა დააბრალონ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?…

ოცნების ახალ სახეებში ჯერჯერობით მომავალ პოლიტიკურ ელიტას ვერ ვხედავ. 8-ში საღამოს გამარჯვების უღიმღამო აღნიშვნის შემყურეს ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარდა

გირჩისა და ვაშაძის მომავალი გაურკვეველია. პაატა ბურჭულაძე ან დარჩება პოლიტიკაში ან არა

ნაციონალები გადარჩნენ და 2020-ზე ფიქრობენ, მაგრამ არც იმ დროისთვის ექნებათ შანსი თუ რაღაცეებს კარგად არ გაიაზრებენ.

მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ამოტრიალდეს თუკი ოცნებისა და ნაციონალების მეტი არავინ შევა პარლამენტში

ამ შემთხვევაში ქუჩაში რჩება ყველა დანარჩენი და ისინი ქუჩაში გამოვლენ პატრიოტთა ალიანსის მეთაურობით. თუკი ნაციონალები ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს და ასევე ქუჩაში გავლენ არავინ იცის რა მოხდება. ოცნება რომელიც კრიზისების დროს ბრინჯივით იბნევა ასეთ რამეს ან გაუმკლავდება ან არა

ეს იმის დამსახურებაცაა რომ ოცნებამ მთელი კამპანია ნაციონალების ლანძღაზე ააგო რაც ნაციონალებსაც აწყობდათ

ასე რომ სამწუხაროდ ყველაფერი არც ისე კარგადაა, მითუმეტეს რომ შედეგებით ცოტაა კმაყოფილი. რადიკალ ქოცებს ნაცების 28% აცოფებთ, პარლამენტს გარეთ დარჩენილებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ოდესიდან კი ერთი კაცი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს“

კომენტარის დატოვება