მარიხუანას მოხმარებითვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, არის გამონაკლისები

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

მარიხუანას მოხმარებითვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, გარდა გამონაკლისებისა, – თუკი მარიხუანას იყენებენ საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებებში და მოხმარება საფრთხეს უქმნის მესამე პირს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ:

http://constcourt.ge/ge/news/30-07-saqartvelos-moqalaqeebi-zurab-djafaridze-da-vaxtang-megrelishvili-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg.page