მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე…

რამდენიმე დღის ძებნის მერე ნანახი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ადვოკატად, მიხეილ რამიშვილი აიყვანა. ის  გარდაცვლილი გოგოს უფლებებს დაიცავს.

რამიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი მწყემსმა იპოვა და გარდაცვლილი მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს. მისივე თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

“საეჭვო ყველაფერი შეიძლება იყო, უყურადღებოდ არაფერი არ დარჩება. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე.  ჯერჯერობით, მეტის თქმა  არ შემიძლია.” – აღნიშნა რამიშვილმა.