წლის ბოლომდე თბილისში ავტობუსების პარკი განახლდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “წლის ბოლომდე გვეყოლება მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის”

-„დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. წლის ბოლომდე გვეყოლება მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგნეს და ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ისმოდა: რა, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ?! არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით. ივლით ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. თუმცა, არც ავტობუსებით სიარულია, სავალდებულო. ჩვენ, რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს არ და ვერ ავკრძალავთ“, – განაცხადა კალაძემ.