ბაჩალიაშვილის მამა დნმ-ის ანალიზის გაკეთებას მოითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ისევ ითხოვს იმ ჩანაწერის გაცნობას, რომელიც ასახავს, თუ როგორ ათვალიერებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.

დაზარალებული მხარე გამოძიებას არ ენდობა. ისინი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, იგი არ გამორიცხავს იმას, რომ მანქანაში შესაძლოა მისი შვილის ცხედარი არ იყო:

„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას.
ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას.