სომხეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსია და სხვა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს დაუჭირეს მხარი…

TASS – ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებათა შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი დაუჭირა 70 ქვეყანამ, წუნააღმდეგი წავიდა 26 და თავი შეიკავა 76 ქვეყანამ.

უკვე ცნობილია, რომ გაეროში რუსეთს მხარი დაუჭირა სომხეთმა და უარი განაცხადა ყირიმში ადამიანის უფლებათა შესახებ რეზოლუციის მიღებაზე.

რეზოლუციის პროექტი ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთი უკანონოდ ახორციელებს იურისდიქციას და რუსეთის ფედერაციის კანონებს.

გაერომ რუსეთი 70 ქვეყნით თანხმობით ოკუპანტად აღიარა, რის წინააღმდეგაც სომხეთი და ბელორუსია სხვა დანარჩენ 24 ქვეყანასთან ერთად წავიდა.

26 ქვეყანა, რომლებმაც გაეროში რუსეთს დაუჭირეს მხარი:

რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბოლივია, ვენესუელა, ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, კუბა, სერბეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სხვა…