ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

პარტია “სამართლიანობისთვის” არჩევნებში ერთვება. ეკა ბესელიამ პარტიის მცხეთის ოფისიც გახსნა. სწორედ ამ ქალაქის მაჟორიტარად იყრის კენჭს პარტიის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ,” – განაცხადა  ბესელიამ.