ქაჯაია დოლიძეს საჯარო დებატში იწვევს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია კონკურენტს, ანა დოლიძეს დებატებში იწვევს.

-ქ-ნო ანა, დიდუბის მოსახლეობის სახელით და თხოვნით
ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ ფორმატში გიწვევთ საჯარო დებატში, სადაც ვისაუბრებთ მხოლოდ დიდუბე ჩუღურეთის რაიონის გამოწვევებსა და პრობლემებზე, სოციალურ ფონსა და იმ სტაგნაციაზე, რაც აქ სუფევს-მიმართავს დოლიძეს ქაჯაია.

თავად ანა დოლიძემ კი ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა – „ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ტელეკომპანიაში სიამოვნებით ვიქნებოდი დებატში გია ვოსლკისთან“