ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა…

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდისთვის მისაღები იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც არჩევნებზე მოქალაქეები გააკეთებენ.

“ჩვენ, როგორც ხელისუფლება უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად მშვიდ გარემოს ქვეყანაში. ჩვენი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” ენდობა მოსახლეობას და ენდობა ამომრჩეველს. ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.