“ეჭვმიტანილი რექტორია” – ,,პროგრესის ცენტრი” თსუ-ში არჩევნების გადადებას ითხოვს

4 აგვისტოს თსუ-ში რექტორის არჩევნებია, ასე რომ უნივერსიტეტი ეპიცენტრის ადგილი ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფა.

ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებმა აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს:

  1. თსუ-ს ამჟამინდელმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოხსნას კანდიდატურა რექტორის არჩევნებზე, რადგან მისი აკადემიური ნაშრომი ეჭვმიტანილია პლაგიატში;
  2. გადაიდოს რექტორის არჩევნები;
  3. შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც გამოიძიებს აკადემიურ კორუფციას.

,,პროგრესის ცენტრი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროპული ხარისხის განათლების სისტემისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. იგი ახორციელებს  ფონდ ნედ-ის (NED)-ის პროექტს „ადვოკატირების კამპანია სტუდენტთა გაძლიერების და მონაწილეობის მიზნით“.

რექტორის არჩევნების თემაზე სულ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიაში სტუმრად იმყოფებოდა რეკტორობის ერთ-ერთი კანდიდატი.

https://www.facebook.com/194103307792303/videos/708480149715330/?v=708480149715330