თსუ-ში რექტორის არჩევნები დასრულდა – ცნობილია პირველადი შედეგები

თსუ-ში პროტესტის მიუხედავად რექტორის არჩევნები მაინც ჩატარდა. გია ბარამიძემ პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა. არცევნებში ორი კანდიდატი – გიორგი შერვაშეიძე და ცირა ბარამიძე მონაწილეობდნენ.

ხმის დათვის პირველადი შედეგები ცნობილია. პირველადი ინფორმაციით, 32 ხმა მიიღი შარვაშიძემ, 1 ხმა გია ბარამიძემ და 1 ხვა ცირა ბარამიძემ. 3 ხმა არის ბათილი და თავად რექტორს ხამ არ მიუცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები ფასადურია და შედეგები თავიდანვე ცნობილი იყო.

-დაგვაყენეს არჩევანის წინაშე, რათა უკან, საბჭოთა კავშირისკენ წავსულიყავით, ეს ყველაფერი ფასადურია და თუ როგორ ჩატარდებოდა არჩევნები არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.  ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ევროპული ხარისხიანი განათლების პროგრამით და ჩვენ გავწერთ შემდეგ სამოქმედო გეგმას, ჩვენ წარმოვადგენთ თეზისებს, თუ რა უნდა შეიცვალოს და გვექნება სამოქმედო გეგმა, რადგან არცევნები და კორუფცია არის ერთი მაგალითი, ამიტომ ჩვენ წარმოვადგენთ სამოქმედო გეგას რა უნდა შეიცვალოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისთვის”-ამბობენ “პროგრესის ცენტრის” წევრები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცენტრმა საპროტესტო აქცია გამართა და რექტორის არცევნების გადადება მოითხოვა.

https://www.gmtv.ge/79542-2/

განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმა, სადაც ნათქვამია რომ მოქმედი რექტორის მხრივ პლაგიატი არ შეინიშნება.