სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან დაიწყება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

https://www.gmtv.ge/79612-2/

ასევე საყურადღებო ინფორმაცია სტუდენტებისთვის:

https://www.gmtv.ge/79609-2/