მოგიყვებით მიზანმიმართულად როგორ ანგრევს ხელისუფლება ეკონომიკას, დანარჩენი თავად განსაჯეთ…

გიორგი ჩახაია

ფინანსისტი, აუდიტორი,

პარტია „ზვიადის გზა“

-რასაც დავწერ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, დანარჩენი თავად განსაჯეთ.

მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ მიზანმიმართულად როგორ ანგრევს ხელისუფლება ეკონომიკას.

დღეს, საქსტატის მიერ გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ივნისის თვეში ეკონომიკა შემცირდაო 7.7 %-ით.

არადა, არანაირი ეკონომიკის შემცირება და არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ უნდა იყოს, ხელისუფლება რომ ბიუჯეტის ნაშთებზე მილიარდებს არ ინახავდეს და დროულად ხარჯავდეს. ლამის 4 მილიარდამდე გაიზარდა უკვე ბიუჯეტის ნაშთები და თითქმის არ ხარჯავს ხელისუფლება ამ თანხებს.

არც ადამიანებს აძლევენ ფინანსურ დახმარებებს, არც რამე სხვა პროექტებისთვის იყენებენ ამ ფულად სახსრებს, ასე კუს ნაბიჯებით ხარჯავენ რაღაცას და ამასობაში ბიუჯეტის ნაშთები სულ უფრო მეტად გაიზარდა.

თუ არა ხელისუფლების განზრახ ქმედება, რომ ეკონომიკა მიზანმიმართულად გაუშვას მინუსში, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ხელისუფლებას ასე ვთქვათ თავზე საყრელად აქვს ფული ამ წუთისთვის და ეკონომიკის ამოსაქაჩად რომ აღარ იმეტებს.

არანაირი ეკონომიკა არ წავა მინუსში, თუ ხელისუფლება დროულად დახარჯავს იმ თანხებს, რაც მილიარდობით უდევს ბიუჯეტის ნაშთებზე.

თუ არადა, ფაქტი სახეზეა, ამას ვერ იტყვიან ფული არ გვაქვსო და გამოდის, რომ მიზანმიმართულად სურთ ეკონომიკის დანგრევა.

მსხვილ პროექტებს თუ თავს ვერ აბამთ, ხალხს მაინც დაეხმარეთ თქვე უნამუსოებო, ხალხი მაინც დახარჯავს ფულს, ეკონომიკაც ამოიქაჩება და ხალხიც აღარ იქნება მშიერი.

2 კარგი საქმის ერთდროულად გაკეთება შეიძლება და დღემდე ცოცხალი თავით ამას არ აკეთებენ.

ერთხელაც დავწერე და კვლავ გავიმეორებ, ჭკვიანი პრემიერი, ამ წელიწადსაც კი, არათუ მინუსში გაიყვანდა ეკონომიკას, არამედ ოდნავ გაზრდიდა კიდეც.

ამათი საშველი აღარაა, ამათი გამოსწორება არ იქნება.

ამ შემოდგომითვე, თუ ახალი და კარგი ხელისუფლება არ მოვიყვანეთ ქვეყნის სათავეში, დღევანდელი გადმოსახედით საშინელი ზამთარი გველოდება.

ვფიქრობ გონება ბოლომდე გაგვეხსნება და არჩევნებზე არ შევცდებით.