შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი და მამამისი შიმშილობას იწყებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ მისი შვილი შიმშილობას იწყებს. მამამ კი პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.

ზ.ხ.-ს მამის განმარტებით, შვილის პროტესტის მიზეზი პროკურორის არიდების შუამდგომლობის არ დაკმაყოფილებაა. გარდა ამისა, თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

ამასთან, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დღეს გენერალური პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას თავადაც გეგმავს.

ხომასურიძის თქმით, მას სხვა ბრალდებულების მშობლებიც შემოუერთდებიან.