“ვისაც დღემდე კიდევ უჩნდებოდა კითხვები, პასუხი სხვა რაკურსითაც გაეცა…”

კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსი”

-რუსთავი 2 ზე ირაკლი იმნაიშვილის გადაცემაში ოფლიანი ნათელაშვილის კიდევ ერთხელ ტალახში კოტრიალმა არც გამახარა და არც დამამწუხრა, უბრალოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის იმით იყო საინტერესო ეს გადაცემა, რომ ვისაც დღემდე კიდევ უჩნდებოდა კითხვები პარტიის მთელმა პოლიტ კომიტეტმა რატომ მიაგდო 2012 წელს მევახშე ნათელაშვილიო, პასუხი კიდევ ერთხელ სხვა რაკურსითაც გაეცა.

გადაცემის წამყვანმა დიქტატორ სააკაშვილზე და კრიმინალ უგულავაზე დღეს უკვე ვერ ათქმევინა ის რასაც შალიკო მათ ამდენი წელი ეძახდა, თუმცა არაა გასაკვირი ფულის მოლოდინშია და ეშინია დიქტატორები რომ ვეძახო აღარ გადამიხდიანო. შემდეგ წამყვანი ეკითხება ივანიშვილსაც აგინებ და წლების მერე მისი ქებაც რომ დაიწყო როგორ დაგიჯეროთო და ამ არაკაცმა, მევახშე ნათელაშვილმა ამის პასუხად სხვა რომ ვერაფერი თქვა, სოსო შატბერაშვილის ლანძღვა დაიწყო.

ერთ რამეს ვურჩევდი ჩემს ერს, ნათელაშვილის, სააკაშვილის, უგულავას მსგავს ვითომ პოლიტიკოსებს, კრიმინალებს, ფლიდებს ნუღარ მისცემთ საშუალებას გაგვამწარონ და თვითონ გამდიდრნენ ჩვენს ხარჯზე.