“ნუ ღელავთ, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში…”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, რაც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია.

ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილის აქტივობის შესახებ პრემიერს დღეს ჟურნალიტებმა ხაშურში ყოფნისას ჰკითხეს, სადაც გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან ერთად, საავტომობილო გზის 13 კილომეტრიანი, შემოვლითი მონაკვეთის გახსნას დაესწრო.

“ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და იღებს მონაწილეობას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ნუ ღელავთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ მაჟორიტარობის უკვე არაერთი კანდიდატი წარადგინეს თუმცა შეხვედრებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე არ დასწრებია.