მმართველი პარტიის ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტია. მათ შორის არიან “ქართული ოცნების” სათაო ოფისში დასაქმებული პირების და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა კონტაქტები.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს კორონავირუსი სამეურნეო სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები პირდაპირ და ირიბ კონტაქტებს სწავლობენ. მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია გადასული, ნაწილი კი კარანტინის ზონებში გადაიყვანეს.

აღებული ტესტების პასუხების უმეტესობა ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.