“ან ეს ენმ-ს მომხრეები რას ფიქრობთ, რატომ ხართ ამ მარაზმატიკებისკენ?”

ანდრო ბარნოვი ენმ-ს და მის მომხრეებს მიმართავს:

-„გააყალბეს, მაგრამ არაუშავრს? და რატომ არაუშავრს?
აბა პოლიტიკაში რა გინდათ, თუ ამის გადაყლაპვა დასაშვებად მიგაჩნიათ?

თუ იქნებ – არ გააყალბეს და წააგეთ? და რატომ წააგეთ?
ასეთ უუნარო ხელისუფლებასთან რომ წააგებ, თან ისე რომ არავინ არაფერი გაგიყალბა თურმე, ბოდიშის მოხდა და პარტიის ძირეული რეორგანიზაცია არ გევალება?

ღმერთმა შეგარგოთ ეს საპარლამენტო სკამები, მაგრამ ლიდერები არ უნდა გადადგნენ პარტიული თანამდებობებიდან მაინც? ეს რა წებო წაუსვით მაგ სკამებს და ეს რა ხალხი ხართ საერთოდ?

ან მომხრეებმა კინწისკვრით არ უნდა გაყარონ ასეთი “ლიდერები”? რამდენ ხანს უნდა დაიგუბოს ყველამ პირში წყალი იმ იდიოტური მოტივით, რომ ივანიშვილს გაუხარდება ენმ კრიტიკა და ამიტომ არ შეიძლება? ან ეს ენმ-ს მომხრეები რას ფიქრობთ, რატომ ხართ ამ მარაზმატიკებისკენ? სხვა პარტია არაა და ამიტომ? მაშინ ესენი შეცვალეთ, ბატონო. ორგანიზებული ჯგუფები ხართ, წარმომადგენლობითობა გაქვთ. გამოდით და მტკიცედ მოითხოვეთ, რომ პარტიის ლიდერშიფი დაუყოვნებლივ გადადგეს. დადეთ ეს მტკიცე პირობად მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, აწარმოეთ კამპანია. ამის დრო არაა? აბა როდისაა ამის დრო? სკამებს ნებით მოაცილებს ვინმე ამ ხალხს თუ ესეც – “არაუშავრს”?

კომენტარის დატოვება