კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 57-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 57-ით გაიზარდა და 1830-ს შეადგენს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განახლდა.

მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი და 1334-ს შეადგენს.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 ადამიანია გარდაცვლილი.