იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება…

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდებულია, რომ ყველა მასწავლებელმა, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა, ან მოგზაურობდა მაღალდასენიანებულ რეგიონებში, პირველ რიგში, აჭარასა და ლეჩხუმში, აუცილებლად დაიცვას პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდეს 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყოს თვითიზოლაციაში. ასევე, იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება, ახლა ამის გეგმაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.