სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკ-ფაქტორები…

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
 
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„ეს ჩვენთვის იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკ-ფაქტორები და ამისთვის ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა. ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა გახარიამ.