გაიცანი! სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს პატრონობენ…

დღეს გვინდა ორი ახალგაზრდა სენაკელი ბიჭი გაგაცნობთ, რომლებიც თითქოს განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, მაგრამ …სამწუხაროდ, დღეს, როცა ცხოველებს ასე სადისტურად ექცევიან, მათი ქმედება არა მხოლოდ მოსაწონი, არამედ მისაბაძიც არის.

დანიელ ჯანაშიაზე და ნიკა მელნიკოვზე სენაკელმა ნიკა გაბესკირიამ გვიამბო.

-ეს ორი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, დანიელ ჯანაშია და ნიკა მელნიკოვი მიუსაფარ ძაღლებს პატრონობენ , აი იმ ძაღლებს, რომელსაც ოჯახში ზრდიან და შემდეგ გარეთ აგდებენ! სამწუხაროა!

მიუსაფარი ძაღლების რიცხვი დღითიდღე მატულობს!
არაერთ პრობლემებზე ისაუბრეს, ისინი თავიანთი სახსრებით პატრონობენ, არაერთი ძაღლი სიკვდილის პირას მისული გადაარჩინეს.

რაც შეეხება ბიჭებს,  მე მათთან ერთად დავიარე ქუჩები, ვნახე როგორ აპურებდნენ ძაღლებს როგორ თბილად ეპყრობოდნენ, და ამით თვითონაც კმაყოფილები იყვნენ, ეს ყველაზე კარგი მომენტია, რომელსაც ასე ვერ აღწერ, როცა ბედნიერი ხარ შენც და შენი მეგობრებიც.

არაერთი სოციალური ქსელი და ტელევიზია დაინტერესდდა ამ ფაქტით სასიამოვნოა გაგვიხარდა! მაგრამ დახმარების ხელი ჯერ არავის გამოუწვდია!

მათი მთავარი მოთხოვნა არის გარკვეული ფართის გამოყოფა, თუნდაც იმისთვის, რომ ძაღლები გაჩუქებამდე გააჩერონ.!

ასევე მათ ვკითხე სამომავლო გეგემებზე: და მიპასუხეს ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! და რაღათქმაუნდა არ მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს.

ძვირფასო სენაკელებო ვიამაყოთ ამ კეთილი ადამიანებით დანიელი და ნიკა საამაყო სენაკელები.

სიკეთე გადამდებია ….