სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გაუქმდა

თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გააუქმა.

მინისტრმა ხიდაშელმა ბრძანებას ხელი რამდენიმე წუთის წინ საჯაროდ მოაწერა.

“ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებაინ წვევამდელები. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძლიან მაღალი მოთხოვნილება, შეირაღებულ ძალებში სასამახური პრესტიჟულია საქართველოსთვის, არავის არ სჭირდება დაძალება, რომ თავის ქვეყანაში ჯარისკაცი გახდეს. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ჯარისკაცი, რომელსაც სამშობლოს სამსახურს აძლებენ”- განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარის დატოვება