„კონსერვატორებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

„მზიურში“ “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო არჩევნებისთვის შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

წარდგენაზე აჟღერებული იყო „ჩემო კარგო ქვეყანა“.

პარტიის ლიდერმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილი, ხოლო გლდანის საარჩევნო ოლქში გრიგოლ ბენიძე დაასახელა.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება კობა ძიძიგური, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია, ქუთაისის საარჩევნო ოლქში თეა ერგემლიძე, ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში თეიმურაზ წურწუმია, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური.