რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია  „შვიდკაცას“ კაპიტანი

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია  „შვიდკაცას“ კაპიტანი – რამაზ ხარაზიშვილი.

 

ამ წუთებში მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ექიმების ინფორმაციით, ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოყვანილია მამაკაცი, მარცხენა წვივის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა, საოპერციოშია გადაყვანილი, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. ძვლები დაზიანებული არ არის, მოხდება უცხო სხეულის ამოღება,” – აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

მორაგბის დაჭრაში ეჭვმიტანილია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი – მერაბ ბესელია, ის ჯერ არ დაუკავებიათ.

რაგბის კავშირის ოფისში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. შემთხვევის დეტალებზე და ვერსიებზე არავინ საუბრობს​.