ავტობანზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარიის შედეგად სოფელ შავშვებთან, ავტობანზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა. ოთხივე მგზავრი მსუბუქი ავტომანქანის მგზავრია.

ერთმანეთს ტრაილერი და “ნისანის” მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ჯიპის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლნიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

ამ დროისთვის, დასავლეთ საქართელოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.