ბოლო 24 საათში დადასტურებული 453 შემთხვევიდან პაციენტების უმეტესობა 297 აჭარის რეგიონიდანაა

მარიამ შუბითიძე

მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 453 შემთხვევიდან პაციენტების უმეტესობა 297 აჭარის რეგიონიდანაა. თბილისში არის 78, იმერეთი -52, გურია -6, სამეგრელო ზემო სვანეთი -6, შიდა ქართლი – 6, ქვემო ქართლო -2, კახეთი -3, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -1. გამოჯანმრთელებულების რასოდენობა 52%-ია. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაა 38, 36 იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მათგან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714
  • მათ შორის გარდაცვლილი – 46
  • კარანტინის რეჟიმში – 5392
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41