ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

5 ოქტომბერს, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ყირგიზეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, არიან დაშავებულები. დემონსტრანტებმა ბიშკეკში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა, დღეს კი, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ქალაქის ცენტრში ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 590 ადამიანი.