“უკვე მერამდენე წელია ვებრძვი ამ უმსგავსობას…” – “ზვიადის გზა” მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

პარტია “ზვიადის გზის” ლიდერი გიორგი ჩახაია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მისი თქმით ის, როგორც ფინანსისტი კარგად ხედავს შექმნილ რეალობას და იცის გამოსავლის გზა.

-ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველივე კვირას რასაც ერთ-ერთი გავაკეთებთ მეგობრებო, ეს ის იქნება, რომ სახელმწიფო სამსახურებში, მაქსიმალური შრომის ანაზღაურება იქნება 5 ათასი ლარი და არა 15 და 20 ათასები, ხოლო ავტომობილის, გარდა სპეც. მანქანებისა, მაქსიმალური შესასყიდი ფასი იქნება 15-20 ათასი აშშ დოლარი, და არა 100 ათასი და მეტი დოლარები.

გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ექნება წმინდა საბიუჯეტო სარგებელი, ასევე, მორალურადაც კი მიუღებელია პირადად ჩემთვის, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღარიბეა, სადაც ასეთი დაბალი დახმარებები, პენსიები და ხელფასებია, სადაც ამდენი ავადმყოფი საჭიროებს მეტ დაფინანსებას და ა.შ. და ა.შ. აი ამ ქვეყნაში, რომ ჩინოვნიკების ხელფასები მნიშვნელოვნად აჭარბებდეს რიგითი მოქალაქეების შემოსავლებს, ხოლო ჩინოვნიკებს ემსახურებოდეთ ძალიან ძვირადღირებული ავტომობილები იმ პირობებში, როდესაც ბევრ ადამიანს ელემენტარული სამგზავრო ფულიც კი რომ არ აქვს ხშირად.

ვინც მიცნობს ყველას კარგად ახსოვს, თუ რამდენი „ფ“ეისბუქ სტატუსი და საგაზეთო მასალები დამიწერია ამის თაობაზე და უკვე მერამდენე წელიწადია თავგამოდებით ვებრძვი ამ უმსგავსობას.

5 ათასი ლარი მშვენიერი ხელფასია და გაიზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად მოიმატებს სახელმწიფო პენსიები/კომპენსაციები, რიგითი საჯარო მოსამსახურეების ხელფასები და ოფიციალურად სიღატაკე აღარ იქნება საქართველოში.

რაც შეეხება ავტომობილებს, 15-20 ათას დოლარად ასევე მშვენიერ ავტომობილებს იყიდი კაცი და ვისაც ასეთი ავტომობილი არ აკმაყოფილებს და 50, 70 ან 100 ათასიანი სურს, შეუძლია რომ საჯარო თანამდებობა მალევე დატოვოს და სახლში მშვიდად წაბრძანდეს-აცხადებს ჩახაია და კიდევ ერთხელ ახსენებს მოსახლეობას, რომ 2020 წლის არჩევნებში მისი გუნდის ახალ ძალას ერქმევა „ზვიადის გზა“.