მუნიციპალურმა პოლიციამ “სტრატეგია აღმაშენებელი” კიდევ 15 ათასი ლარით დააჯარიმა

მერიის მუნიციპალური პოლიცია კიდევ 15 ათასი ლარით აჯარიმებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელს”.

პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ამით მერია ისევ არღვევს შეკრებების და მანიფესტაციების კანონს და ხელს გვიშლის წინასაარჩევნო კამპანიაში.