არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს

დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. არავინ იფიქროს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. ჩვენ რაც დღეს გამოვაცხადეთ რესტორნებზე, ეს რაოდენობის ზრდას ვერ შეაჩერებს. უბრალოდ, ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ინტენსივობაზე“, – განაცხადა გახარიამ.